ლიბანელი ჩერქეზები აფხაზეთს ეწვივნენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამრეწველო – სავაჭრო პალატის მიწვევით სოხუმში იმყოფება ლიბანის დელეგაცია. მის შემადგენლობაში არიან ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, რომლებთანაც აფხაზურ მხარეს სურს საქმიანი კონტაქტების დამყარება.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებას ლიბანელი სტუმრების ჩამოყვანის თაობაზე სოხუმი რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა.
ჩერქეზთა დელეგაცია აფხაზეთში 10 მაისს ჩავიდა. მისი ხელმძღვანელია, აფხაზური მედიის თანახმად, ლიბანის ჩერქეზთა ასოციაციის მეთაური სარია აბდელზარაქი. ვიზიტი 12 მაისადმე გაგრძელდება.

 

banner
წინა სტატიაშიატანბაევმა რუსეთი ყირგიზთა ისტორიულ სამშობლოდ დაასახელა
შემდეგი სტატიაგაგრაში 17 წლის გოგო მე-6-ე სართულიდან გადახტა