ლიაში, ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ე.წ “ჩინელების საწარმოს” ფართობზე ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა. ასევე, ხანძარი მოედო ლიის ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიას. უახლოესი კერა ქვესადგურიდან რამდენიმე ათეულ მეტრშია, არსებობს ტრანსფორმატორის აფეთქების საფრთხე. სქურში ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. იწვის ფახულანის ტყეც. მედანის სიახლოვეს, მთის ფერდობზე კი ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტამდე არ მივიდეს-იტყობინება “თაიმერის” ჟურნალისტი ადგილიდან.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა
შემდეგი სტატიაბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებისთვის ჩატარებული PCR ტესტების ყველა პასუხი უარყოფითია