მოსკოვიდან და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დასასვენებლად მიმავალი რუსეთის მოქალაქეები და სხვა მგზავრები ვორონეჟთან გაიჭედნენ – მიზეზი ლიანდაგის აფეთქებაა.
აფხაზური პრესა იტყობინება, რომ მატარებლის ვაგონებში სულ 589 მგზავრია, შეჩერებულია ასევე კალინინგრადი-ადლერის მატარებლის რეისი და რამდენიმე ელმავალი.
რაც შეეხება აფეთქებას, ის მემანქანემ შეამჩნია. აფეთქების შედეგად დაზიანდა 4 შპალი და რკინიგზის ლიანდაგი რამდენიმე ადგილას. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.