20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

ლიახვში დაკარგული რუსი რეჟისორის ცხედარი იპოვეს

ოსური მედიის ცნობით, მდინარე ლიახვში დაკარგული რუსი რეჟისორის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის ცნობით, გარდაცვლილი შემთხვევის ადგილიდან 35 კმ-ში ნახეს.
კონკრეტულად, რა ადგილზე აღმოჩნდა ცხედარი, არ ასახელებენ. ჯავის რაიონის სოფელ ზღუბირიდან ცხინვალამდე 30-35 კმ-ია. არსებობს ცნობები, რომ სამძებრო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის ტერიტორიაზე, კაშხალთან დასრულდა.

52 წლის ქალი მდინარე დიდ ლიახვში 21 მაისს საცალფეხო ხიდიდან გადავარდა. გადამღები ჯგუფი ოკუპირებულ ჯავის რაიონში იმყოფებოდა. ისინი იღებდნენ პროპაგანდისტულ ფილმს, რომელიც შეეხებოდა უკრაინაში დაღუპულ, რუსეთის მხარეს მებრძოლ ოს მეომრებს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: პუტინს სიტყვა “ურას” მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია – ბუტბუტებს და ენის ბორძიკით საუბრობს
შემდეგი სტატიაცოტნე ივანიშვილი: ქვეყანაში არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა “ოცნების” მიმართ ცუდად არის განწყობილი