ლია გიგაური ციხელაშვილის მოადგილედ დანიშნეს

ლია გიგაური, რომელიც 2013-დან 2018 წლამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო, ამჯერად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. სამინისტროს ინფორმაციით, გიგაური სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებებზე იმუშავებს.

გიგაური განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან, მინისტრმა ბატიაშვილმა რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშისოლოლაკში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიათავდასხმა არასამთავრობო სექტორზე – წულუკიანმა “გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი, 7 ნოემბრის აქციის დაშლაში წვლილის შეტანაში დაადანაშაულა