“ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა არის ნამდვილად ისტორიული მოვლენა”

news
ავტ.: news სექტემბერი 29, 2016 10:22

“ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა არის ნამდვილად ისტორიული მოვლენა”

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ფაქტს გამოეხმაურა და საქართველოს მოსახლეობას ქვეყნისთვის უდიდესი მოვლენა მიულოცა. მისი განმარტებით, სამუშაო პროცესი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მიმდინარეობდა და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, 25 წლიანი საკმაოდ რთული პროცესი 2016 წლის 23 სექტემბერს წარმატებით დასრულდა.
„დღეს პირველი მთავრობის სხდომაა, მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს. მინდა გამოვეხმაურო ამ საკითხს და მოგილოცოთ ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული, 25 წელია სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა ამ საკითხზე მუშაობა და ძალიან მახარებს, რომ სწორედ დღეს დასრულდა ეს უზარმაზარი პროცესი და სწორი მიდგომით, ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი მოლაპარაკების შედეგად, მიღწეულ იქნა ეს უდიდესი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა არის ნამდვილად ისტორიული მოვლენა. გათვალისწინებულია, რომ ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყოს „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია,“ სადაც განთავსდება ისტორიული სამუზეუმო სივრცე, საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი. ქართული აკადემიის ფარგლებში იქნება საშუალება, რომ ქართველი მეცნიერები გარკვეული დროით დარჩნენ. იქ იქნება განსაზღვრული სივრცე, მათ შორის საცხოვრებელი ფართი, ქართველი მკვლევარებისთვის, სტუდენტებისთვის, მხატვრებისთვის, მუსიკოსებისთვის. მათ შეეძლებათ დარჩნენ და იმუშაონ საფრანგეთში. ეს მნიშვნელოვანია საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული, მეცნიერული და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისთვის,“ – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, გელა დუმბაძეს.
„მინდა მოგილოცოთ ყველას და მადლობა გადავუხადო გელა დუმბაძეს და თეა წულუკიანს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს და არაადამიანური შრომა გასწიეს, რათა მიღწეული ყოფილიყო ეს შეთანხმება. ასევე მადლობას ვუხდი საფრანგეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომლებთანაც იქნა მიღწეული ეს შეთანხმება,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 29, 2016 10:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics