ლევილის მამულის რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება 4.4 მლნ ევროა.
ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს ეროვნული მუზეუმს ორი მოქმედი ხელშეკრულების ცვლილებაზე თანხმობა მისცა.
დოკუმენტების მიხედვით, ცვლილებები საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ფრანგულ კომპანიებს GOUNOT-სა და PGD BATIMENT-ს შორის 2025 წლის ნოემბერში გაფორმებულ ხელშეკრულებებს შეეხებოდა.
კომპანია GOUNOT-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს მოიცავდა, ცვლილების შემდეგ 1,089,756.38 ევროს შეადგენდა. მისი ღირებულება 38,058.04 ევროთი გაიზარდა. კომპანია PGD BATIMENT-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და პარკის რეაბილიტაციას ეხებოდა, 3,356,008.20 ევრომდე გაიზარდა. ამ ხელშეკრულების ღირებულება 8,363.82 ევროთი გაიზარდა.








