“ლევანი ერთ-ერთი პირველი ადამიანი რომელიც ჩამოშლის ივანიშვილის რეჟიმს”

ლევან ვარშალომიძის გადაწყვეტილებას დეპუტატის მანდატზე უარის თქმასთან დაკავშირებით, მისი თანაგუნდელები ეხმაურებიან. კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით ნიკა მელიამ გააკეთა და განაცხადა, რომ ვარშალომიძე იქნება ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ჩამოშლის ივანიშვილის რეჟიმს.

“დარწმუნებული ვარ სადაც არ უნდა იყოს ლევანი, ნამდვილად არ მისცემს იმის ფუფუნებას ივანიშვილს, რომ ლევანის შესაძლებლობა და ძალა არ მოხმარდეს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. ამიტომ იქნება ლევანი უზენაეს საბჭოში თუ იქნება ლევანი უბრალოდ მის ოფისში, დარწმუნებული ვარ ლევანი იქნება ლიდერი და ერთ-ერთი პირველი ადამიანი რომელიც ჩამოშლის ივანიშვილის რეჟიმს“ – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი მთავარი პრიორიტეტი პარლამენტში იქნება საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა”
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე “ტვიტერზე” მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს