25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ლევან ჟორჟოლიანი: მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ

12 ქსელს ექნება ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები ekalata.gov.ge-ის პორტალზე – მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე, www.ekalata.gov.ge-ზე საუბრისას განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ. ასევე, ეს წაახალისებს, მათ შორის კონკურენციას აღნიშნულ 12 ქსელში. აღნიშნულ ქსელებს ექნებათ ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები პორტალზე. FMCG-ის სექტორის წილი არის 14 მლრდ ლარი 2025 წლის მონაცემებით, ხოლო ორგანიზებული ბაზრის წილი – 64%. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ქვეყნის ტერიტორიაზე 323 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ
შემდეგი სტატიამარიამ მეყანწიშვილი: ბრალი, რაც წამიყენეს, არ ჩამიდენია და არანაირი ძალადობრივი დაჯგუფების ორგანიზატორი არ ვარ