18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ლევან ჟორჟოლიანი: გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი და ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებული იქნება წარმოდგენილი

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. 

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა სამთავრობო და საპარლამენტო კომისიამ აქტიურად იმუშავა.

„გამოკვეთა პრობლემური საკითხები სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი. ეს არის მოკლე ვადაში შედეგი. ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა საბოლოო შედეგი ფასებთან მიმართებაში უკვე გრძელ ვადაში იქნეს მიღწეული”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში, ნარკოლოგიურ ცნობაზე შეტანილი 4892 განაცხადიდან, დადებითი შედეგი 3789-ზე მოვიდა
შემდეგი სტატიახორცპროდუქტების უკანონო საწარმო- სეს-მა ბიზნესოპერატორი დააჯარიმა და საწარმოო პროცესი დროებით შეუჩერა