| video| ლევან ვასაძე:”საქართველომ უნდა შეწყვიტოს ნატოსკენ სწრაფვა…რუსები არასოდეს ყოფილან ფაშისტები”

“ყველაფერი ძალიან მარტივად და ყველაფერი ძალიან რთულადაა. რუსეთი უნდა დაეხმაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და სანაცვლოდ და საპასუხოდ საქართველომ უნდა შეწყვიტოს ნატოსკენ სწრაფვა”-აცხადებს ლევან ვასაძე.

მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს ურთიერთსიყვარული, რომელიც დაფუძნებულია ერთიან, ქრისტიანულ და მორალურ ფასეულობებზე, კულტურების დიდი სიახლოვეზე. ვასაძის თქმით, ეს ყველაფერი ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს იმ ფასეულობების დაცვით, რომლის დეკლარირებაც ხდება. მისივე თქმით, სააკაშვილის “საშინენლი მმართველობა” შედეგია იმ 12-13 წლის, რაც მის ხელისუფლებაში მოსვლამდე ხდებოდა- საუბარია ქართველების ეთნიკურ მასობრივ გამოყრაზე, “სწორედ ამის შედეგი გახდა სააკაშვილის პოლიტიკა”- აცხადებს ვასაძე.

“რუსები არასოდეს ყოფილან ფაშისტები და რაც არ უნდა მოხდეს იმედი მაქვს, რომ ქართველები მათ ასეთად არასოდეს აღიქვამენ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული კულტურა, რუსული კოდი, რუსული სახელმწიფოებრიობა პრინციპში, მხარს ვერ დაუჭერს გენოციდს. თუ ეს ასეა მაშინ მოდით, ადამიანები საკუთარ სახლში დავაბრუნოთ. მოდი, თქვენ დარჩით თქვენს აზრზე, არ გამოიწვიოთ ჩვენი რეგიონების აღიარება დამოუკიდებელ ქვეყნებად, ჩვენ მათ ბუნებრივია არასოდეს ვაღიარებთ, მაგრამ მოდით ქართველებს, რომლებიც გამოყარეს, გააუპატიურეს, დაამცირეს, ეს ნახევარი მილიონი ადამიანია და როდესაც მილიონიდან 1 რუსი ჩამოვა თბილისში და ჩვენ ყველას ჩამოსვლა გვიხარია, დაე მან გაიხსენოს, რომ როდესაც ქუჩებში დადის, ყოველი მეორე იქიდან გამოგდებულია.” განაცხადა ლევან ვასაძემ Царьград-თან ინტერვიუში.

https://youtu.be/0TlvOCuEzYs

banner
წინა სტატიაში”ახალი საქართველო” არასამთავრობო ორგანიზაციებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრაიმერის ჩატარების ინიციატივას აცნობს
შემდეგი სტატია„სარფში“ საქართველოს მოქალაქეს აირის ვაზნები და მარიხუანა აღმოუჩინეს