ლევან ვასაძესა და ბიძინა ივანიშვილს ერთობლივი ბიზნესი ჰქონდათ

„ეს არის რუსული პროექტის მეორე ფრთა. როგორც ჩანს, რუსეთს ივანიშვილისთვის თითის დაქნევა და ვითარების არევა უნდა. მოწოდებებია, მაიკ პომპეო რომ გეუბნებათ, ანაკლია უნდა აშენდეს, ანაკლია ვის ეკითხება და მაგრად იყავით, რუსული ინტერესები დაიცავითო. ვასაძე არის ივანიშვილის დაშანტაჟების რუსული მექანიზმი ისევე, როგორც ვასაძესა და ბნელ ფრთას იყენებდა ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის დასათრგუნად, რადგან ეს არის „ქართული ოცნების“ შავი ნაწილი, რომელიც მხარს არჩევნების დროს მათ უჭერდა და გამოყენებული იყვნენ ოპოზიციის დასარბევად. ხელისუფლებამ სახე უნდა აჩვენოს, რაიმე უნარის მქონე არის თუ არა და შესაძლებლობა აქვს თუ არა, კანონი და კონსტიტუცია დაიცვას. ხელისუფლებას ყველა რესურსი აქვს, მათ შორის ფიზიკური ძალა, რათა აღიკვეთოს მოთარეშე ბრბოების ძალადობა იმ ადამიანებზე, ვინც სხვას არაფერს ითხოვს, რაც საქართველოს კანონებსა და კონსტიტუციაში არ წერია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ-აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიისრაელში სპეცსამსახურებისთვის შექმნეს პროგრამა, რომელსაც ნებისმიერ ანდროიდზე ექნება წვდომა
შემდეგი სტატიაბოკერია: სიმპათიის გამოხატვად უნდა ჩავთვალო ვასაძის მხრიდან თუ არა, ჯერ არ ვიცი