ლევან ვასაძეს ქორწინების 18 წლამდე კანონით აკრძალვა არასწორად მიაჩნია

ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ქორწინების 18 წლამდე კანონით აკრძალვა არასწორად მიაჩნია. როგორც ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუკი “ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ და მშობლებიც თანახმა არიან, კანონი მათ ქორწინებას არ უნდა უკრძალავდეს”.
“მე, როგორც 7 შვილის მამას, მიმაჩნია, რომ ერთი მხრივ, ნაადრევია 18 წლამდე ოჯახის შექმნა. მშობლების თანხმობა, ამ შემთხვევაში სრულიად მართებულ რამედ მიმაჩნია, თუმცა მეორე მხრივ, კანონით ამის აკრძალვა არასწორია. თუ ახალგაზრდებს ეს უნდათ და მშობლებიც თანახმა არიან, კანონით ამის აკრძალვა მიმაჩნია არასწორად, რადგან ეს არის მათი უფლებების დარღვევა”, – განაცხადა ვასაძემ.
მისი თქმით, “ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც ოჯახურ გამრავლებისკენ არის მიმართული და ყველაფერს ახალისებენ, რაც ამას ეწინააღმდეგება”.

banner
წინა სტატიაში,წინა ხელისუფლებას ასეთი საარჩევნო ცვლილებები რომ გაებედა, ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო”
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილის შეფასებით, ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან სწრაფი ინტეგრაციისთვის წინგადადგმული ნაბიჯია