ლევან ვასაძე ფილმის – “And Then We Danced” ქართულ კინოთეატრებში სეანსების ჩაშლით იმუქრება

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების “დაპატიმრებას და განეიტრალებას” ითხოვს. ლევან ვასაძე ფილმის – “And Then We Danced” ქართულ კინოთეატრებში ჩვენების წინააღმდეგია და სეანსების ჩაშლით იმუქრება. ვიდეომიმართვაში ვასაძე ამბობს, რომ თავის მხარდამჭერებთან ერთად კინოთეატრებში შევა, პოლიციის კორდონს გაწევს შიშველი ხელებით, შევა კინოთეატრებში, გათიშავს ფილმს და ჩაშლის ჩვენებას.

“მოგიწოდებთ გაანეიტრალოთ და დააპატიმროთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ვინც ამ ძირგამომთხრელ, ანტისახელმწიფოებრივ კონსპირაციულ საქმიანობას ეწევიან,”- განაცხადა ვასაძემ თავის ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს ფილმის “And Then We Danced” პრემიერის დღეს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდა. “სახალხო ლეგიონის” შემქმნელი ვიდეომიმართვაში ფილმს გარყვნილების პროპაგანდად მოიხსენიებს. ვასაძე მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ არც ვინმეს სიკვდილი არაა გამორიცხული. ბიზნესმენმა სამოქმედო გეგმის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ შეკრებილი ხალხი 5 ჯგუფად დაიყოფა და იმ კინოთეატრებთან გადანაწილდებიან, სადაც ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიმიტროპოლიტი ნიკოლოზი მეუფე პეტრეს სისხლის სამართლებრივ დასჯაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“სიმართლე მინდა დავამტკიცო და ყველას მოვთხოვ პასუხს“-ზუგდიდში მამაკაცს ბიძა მამის მკვლელობაში ადანაშაულებს