ლევან ვასაძე “ნამახვანჰესზე” ღარიბაშვილს განცხადებას უწონებს

ლევან ვასაძე, რომელმაც 6 მაისს პარტია “ერი” დააარსა, ამბობს, რომ ის “ნამახვანჰესთან”დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებას იწონებს.


“მინდა გამოვეხმაურო პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამასწინანდელ განცხადებას, რომ მისი აზრით, არსებული სახით ჰესი ამ კონტრაქტის პირობებში აღარ აშენდება და მინდა, ეს განცხადება მოვიწონო. მიმაჩნია, რომ პირველი დადებითი ნაბიჯია ამ მიმართულებით.

რახან მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჰესი ამ სახით არ აშენდება, აწი უნდა ვთქვათ, რა სახით აშენდება, ამისთვის საჭიროა რეფერენდუმი”,- თქვა ვასაძემ.

“ნამახვანჰესის” აშენებასტთან დაკავშირებით, ვასაძე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. შესაბამისი მოთხოვნით მისმა მოძრაობამ ცესკოს უკვე მიმართა და ახლა პასუხს მათგან ელის.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე – დღეისთვის საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული
შემდეგი სტატიავასაძე: ეკლესიაზე შეტევა უკვე კომპლექსურ ხასიათს ატარებს