ლევან ვასაძე : მე ვიხსნი პასუხისმგებლობას, ეს არის თქვენი ბოლო შანსი

სრულიად ვაცნობიერებ გადაწყვეტილებას და ჩემს ძმებს, ქართველებს ვეუბნები, წავიდეთ ამ ხიფათზე და ვენდოთ ჩვენს სახელმწიფოს, მივიდეთ იქ შიშველი ხელებით, რათა ნებისმიერი კორდონი დავშალოთ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა.

როგორც ლევან ვასაძემ განაცხადა, მოძრაობა, რომელიც შეიქმნა დაიცავს წესრიგს.

„დაკითხვებში გამოიკვეთა, რომ რამდენჯერმე გვითხრეს, იქ ნებსით თუ უნებლიედ მიდის ორმაგი კომუნიკაცია და გამოიკვეთა, იმისთვის, რომ ეს სისულელე არაკანონიერი ფორმირება, რაღაცეებს რომ გვაბრალებენ, შეეშვით ასისთავებს და ათისთავებსო. მე არ მესმის, რად გინდათ ეს? რაც უფრო ორგანიზებულები მოვალთ ჩვენ იქ, მით უფრო კარგად დავიცავთ წესრიგს, რათა ეს უბედურები არავინ გახლიჩოს შუაზე და უბრალოდ გავათრიოთ იქიდან, რათა სხვა ხალხი, რომელიც მოვა, ჩვენ იმათზე პასუხისმგებელი ნამდვილად არ ვართ არ გადაუარაოს მათ როგორც ბრბომ, ის რაც იყო სცენარი. ჩვენ ეს მოძრაობა შევქმენით, რათა დაგხმარებოდით წესრიგის დაცვაში, მაგრამ ღმერთი არ გაგიწყრეთ, მე დიდი ხანს ვიფიქრე, სრულიად ვაცნობიერებ ამ გადაწყვეტილებას. ჩემს ძმებს, ქართველებს ვეუბნები წავიდეთ ამ ხიფათზე და ვენდოთ ჩვენს სახელმწიფოს, მივიდეთ იქ შიშველი ხელებით, რათა ნებისმიერი კორდონი დავშალოთ და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან, ხალხი შევაჩეროთ, მაგრამ თუ თქვენ ამის შედეგად შეცვლით თქვენს გადაწყვეტიელბას და დაიცავთ პრაიდს, ჩაატარებინებთ მას, შეგვდგებით ჩვენ, ჩვენ არ გვეშინია. რა გახდა ერთი ჩხუბი და ერთი დაპატიმრება, თუ თქვენ ამას ჩვენ გვიზამთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ, რადგან ვერც მე, ვერც ვერავინ გააკონტროლებს ამ ქალაქში რა მოხდება. მე არ ვიცი, კანცელარიას მოადგება ხალხი, პარლამენტს, თუ ბიძინას შუშის სახლს, მე ამისგან ვიხსნი პასუხისმგებლობას, ეს არის თქვენი ბოლო შანსი“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, რადგან მთავრობის რეკომენდაცია იყო, რომ ასისთავები და ათისთავები არ შექმნილიყო, იქ მივა ათასი მოტივირებული მამაკაცი, იქვე დაიყოფა ჯგუფებად და ისე გაარღვევენ კორდონებს.

„არ ვიცი, რას ეთამაშებით და რატომ არ აპატიმრებთ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ქვეყნის არევას ცდილობენ. ხალხი გამოვა ქუჩაში, ჩვენ ამას ვერ შევაკავებთ, მერე უკვე დაიწყება მასობრივი პროტესტი, შეიძლება ჩვენ თავად დავუძახოთ ხალხს ხვალ ან ზეგ, ოღონდ მარტო კაცებს არა, ქალებს, ბავშვებს და მთელი თბილისი გამოვალთ გარეთ. რაც შეეხებათ გაუნათლებელ „ლიბერასტრებს“, მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი „პრაიდი“ არ ითარგმნება ღირსებად. „პრაიდი“ ქართულად არის სიამაყე. ყველა ტრადიციულ კულტურაში და მით უმეტეს ჭეშმარტი სარწმუნოების კულტურაში, სიამაყე არის ცოდვა და ცოდვით სიამაყე არის ცოდვის ცოდვა. რომ აიბურდეთ თქვე უბედურებო, თუ ღირსება გინდოდათ, „დიგნითი“ უნდა დაგერქმიათ. ახლა თვითონ პრაიდს რაც შეეხება, თუ მაინცდამაინც მეტაფორები და ალეგორიები გინდათ თქვენ წიგნწაუკითხავებო, გეტყვით – ყველამ ვიცით, რომ „პრაიდი“ არის ლომების ჯგუფი სავანაში, სადაც არის მამამთავარი, პატრიარქი ლომი და როდესაც „პრაიდს“ ვინმე ესხმის თავს, ლომი გამოდის და იქ გიენები კი იწყებენ წკავ-წკავს და თავდასხმას, მაგრამ ამ წკმუტუნით გარბიან. თუ ლომი არ გამოდის, თუ ლომი ლომად არ ვარგა, მაშინ დედალი ლომები გლეჯენ ამას ნაკუწებად, რადგან არეულები არიან არ იციან, რა ქნან. პირველ რიგში პრაიდში იგლიჯება უვარგისი ლომი მამაკაცი. თუ არ დაგვანებებთ თავს, ნახევრად გამომცხვარი ვითომ კულტურული ალეგორიებით გეტყვით, რომ თუ ვინმე არის აქ პრაიდი, ეს არის ქართველი კაცების საზოგადოება და როგორც არაერთხელ გითხარით, ნუ გვაიძულებთ იმის გაკეთებას, რასაც შეგისრულებთ ხუთიანზე“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის განვითარების ფონდის “ახალი ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე იქნება
შემდეგი სტატიამინდა, ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდო, კომბლები შეაწყონ სხვენში, იქ მოვალთ ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით