ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობას იხსენებს

„გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა ის საკრალური ხაზი, რომლის მერეც ბიძინას აღარ აქვს უფლება, იყოს ამ ქვეყნის მმართველი. ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ქვეყანას მიადგა უდიდესი მორალური და ზნეობრივი შეურაცხყოფა. ჩემი აზრით, ბიძინას აღარ აქვს უფლება იყოს საქართველოს მმართველი. ამ შეუარცხყოფის გამო მოვუწოდებ მას, წავიდეს პოლიტიკიდან. წადი ბიძინა პოლიტიკიდან. დარჩი ამ ქვეყანაში, აშენე კურორტები, იყავი ქველმოქმედი კაცი, აკეთე ის მილიონი კეთილი საქმე, რისთვისაც მადლობლები ვართ, მაგრამ ადამიანი, რომლის მმართველობის დროსაც ასეთი რამე მოხდება, აღარ უნდა იყოს მმართველი ქვეყნისა“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილ თავის მხარდამჭერებთან მიმართვის დროს განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ივანიშვილთან საიდუმლო შეხვედრის შესახებაც.

„მინდა ვუთხრა მას აქედან, ბიძინა მე არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი და ახლა რასაც ვიტყვი, იქნება სრული პატივისცემით კაცობის კოდექსის მიმართ. როდესაც შენ ჩემთან სახლში მოხვედი გასულ აპრილს რაღაცა სათქმელით, რაღაცა სათხოვარით, როდესაც ეს საუბარი ჩვენში შედგა და მერე შენივე წინადადებით ეს საუბარი გაგრძელდა შენთან სახლში იმავე თვეში, დიდ მარხვაში და ამასაც ვაცხადებ საჯაროდ მხოლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევთანხმდით რომ ამ საუბარს არ გავასაჯაროებდით, მეორე თუ მესამე დღეს არ ვიცი რანაირად, ამ ჩვენი შეხვედრის ფაქტი გაჟღერდა ქართულ პრესაში, მე და შენ ვკითხეთ ერთმანეთს, ვისი ბრალი იყო ეს, ორივემ ვთქვით, რომ პირობა არ დაგვირღვევია, მაგრამ ეს საჯარო ფაქტი არის და იმიტომ, რომ ეს ფაქტი ცნობილია, მე ახლა ამ შეხვედრების შინაარს რა თქმა უნდა არასოდოს გავასაჯაროებ და მე ჩვენი საუბრები არ ჩამიწერია იმიტომ, რომ სტუმარი ღვთისაა და იმედი მაქვს, შენც ასე მოიქეცი, სიკვდილის კუბომდე მივიტან ამ საუბრის შინაარს, ისევე როგორც ყველა კაცური პირისპირ საუბრის შინაარს, რადგან პატივს ვცემ კოდექს, რომელშიც გავიზარდე“, – თქვა დღეს ლევან ვასაძემ ვერის ბაღში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“ჩვენს სახარებისეულ რწმენას წინ დიდი გამოცდა ელოდება”