ლევან ვარშალომიძე: სამი ან ოთხი შტორმი კიდევ და ბულვარისგან მხოლოდ ნანგრევები დარჩება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ვარშალომიძე ხელისუფლებას მიმართავს, ბათუმის დაზიანებული სანაპირო ზოლის აღსადგენად უფრო აქტიური სამუშაოები დაიწყონ.

ამის შესახებ ვარშალომიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და შესაბამის ფოტოებს ავრცელებს.

„დღეს დილით ვიყავი ბულვარის ტერიტორიაზე. ნაპირი ძალიან დაზიანებულია. კიდევ ასეთი 3 ან 4 შტორმი და ბულვარისგან, ან უფრო მეტიც მიმდებარე ტერიტორიისგან მხოლოდ ნანგრევები დარჩება.

მინდა მივმართო მთავრობას, რათა დაიწყონ უფრო აქტიური სამუშაოები. ასევე, მინდა მივმართო ქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს იყვნენ ფრთხილად, განსაკუთრებით ცუდ ამინდში“, – წერს ლევან ვარშალომიძე.

ხუთბალიანმა შტორმმა, ხოლო ორი დღის განმავლობაში, ბათუმის ბულვარსა და ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო ზოლზე არსებული ინფრასტრუქტურა დააზიანა.

banner
წინა სტატიაშითბილისში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიამუნიციპალური განვითარების ფონდს გალაქტიონ ბუაძე უხელმძღვანელებს