ლევან ვარშალომიძე: ოთხი წელი გაჩერება საკმარისია, ჩვენ მზად ვართ ავამოქმედოთ მთელი აჭარა

ნაციონალურმა მოძრაობამ აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სია წარადგინა. ლევან ვარშალომიძემ პარტიის 15 წევრი დაასახელა. პროპორციული სიის პირველი ნომერი კი თავად ლევან ვარშალომიძეა.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით შესვლას გეგმავს.

„ოთხი წელი გაჩერება საკმარისია, ჩვენ მზად ვართ ავამოქმედოთ მთელი აჭარა,“ – განაცხადა ლევა ვარშალომიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ტარდება. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში სულ 21 მანდატია, სადაც წელს მოსახვედრად 28 პარტია იბრძოლებს.

banner
წინა სტატიაშიუსკო-ში პარტიული სია 10-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა
შემდეგი სტატიანატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება