ლევან ვარშალომიძე : მეორე ტურს აჭარაში რეალობის შეცვლა შეუძლია

აჭარაში “ნაციონალური მოძრაობის” პირველმა ნომერმა თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

როგორც ლევან ვარშალომიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია.

მისივე თქმით, უბნებზე უკვე უამრავი დარღვევა დაფიქსირდა.

“ქობულეთში იყო ორი შემთხვევა, სადაც მარკირებიანი ადამიანი მეორედ ცდილობდა ხმის მიცემას. არის შემთხვევები, როცა “ქართული ოცნების” აგიტაცია პირდაპირ უბანზე მიმდინარეობს. რამდენიმე ადგილზე, უბნის თავმჯდომარის მხრიდან დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოვლინდა “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლის მიმართ”, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

ლევან ვარშალომიძე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარიას თქმით, წყნეთში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამომრჩეველს მოუწოდებენ, 41 ნომერი შემოხაზონ
შემდეგი სტატიამარნეულში ამ დროისთვის ხმა მისცა 2 514-მა ამომრჩეველმა