ლევან ვარშალომიძე კონტროლის პალატაში დაიბარეს

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე კონტროლის პალატაშია დაბარებული.

უწყების კითხვები იმ ხელშეკრულებას შეეხება, რომლის გაფორმებაც გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მოსახლეობასთან დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო აქტივობასთან დაკავშირებით, განცხადება გუშინ გაავრცელა რომელიც, ორგანიზაციის აზრით, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

“ლევან ვარშალომიძე ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან. ხელშეკრულების თანახმად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას, რომ ბათუმში მრავალბინიან სახლებს ააშენებს და უსასყიდლოდ გადასცემს დასახლებაში მცხოვრებ პირებს. ამის განხორციელებას “ნაციონალური მოძრაობა” გამარჯვებიდან 4 წლის მანძილზე გეგმავს. “გამჭვირვალობა” აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რა წყაროებიდან იქნება ეს პროექტი დაფინანსებული”,- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს რეგიონში თხილის ახალი ბაღი გაშენდა
შემდეგი სტატიარუსუდან კერვალიშვილი მის დაპატიმრებას, სანაცვლოდ კი მაია რჩეულიშვილის გათავისუფლებას ითხოვს