ლევან ვარშალომიძე: დროა მთავრობამ მოუსმინოს ხალხს, მათ წუხილს, მათ პროტესტს!

ლევან ვარშალომიძე – ის რომ საპატრულო პოლიცია უღირსად ექცევა მოქალაქეებს და უსამართლობა ყოველდღიურად ეხება მათ, ამაზე დიდი ხანია წუხილს გამოთქვამს ხალხი ბათუმში და აჭარაში. თუმცა, ახლა დეტალებზე საუბრის დრო არ არის, ჩვენ ვხედავთ რომ მოქალაქეების პროტესტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ხელკეტი, გაზი, მოხდა დარბევა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს იგი.
დროა მთავრობამ მოუსმინოს ხალხს, მათ წუხილს, მათ პროტესტს, მოიქცეს ადექვატურად, შეწყვიტოს ხალხის მიმართ ყოველდღიური უსამართლობა და შეურაცხყოფა და დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.
ვწუხვარ რომ ამ წუთებში არ ვიმყოფები საქართველოში, სოლიდარობას ვუცხადებ მოსახლეობას, დაზარალებულებს და მათ გვერდით ვარ!

https://youtu.be/_JRvZZNDCGk

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებას მხრებზე თავი იმისთვის აქვს, აქამდე არ მიიყვანოს ვითარება!
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ეს არის არაფორმალური მმართველობის პირდაპირი შედეგი