ლევან ვარშალომიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისი დაკითხვები გაგრძელდეს

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, ლევან ვარშალომიძე, დღეს საქართველოში ბრუნდება.

როგორც ლევან ვარშალომიძემ  განაცხადა ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოდის და მისი მიზანია ახალ გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტები განახორციელოს.

ვარშალომიძე არ გამორიცხავს, რომ იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც ქვეყნიდან მის გამგზავრებამდე დაიწყო ისევ გააქტიურდეს. კერძოდ, ლევან ვარშალომიძე არაერთხელ იყო დაბარებული აჭარის პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში.

საქმე ეხება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტს, რაც ბათუმის აბანოებს ეხება.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად ვარშალომიძეს არც ერთ საქმეზე ბრალი წარდგენილი არ აქვს.

banner
წინა სტატიაში3 ივლისს თბილისში თამარაშვილის ქუჩა დროებით გადაიკეტება
შემდეგი სტატიაშსს-ს მეკავშირე ოფიცერი ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა