ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე უარს აცხადებს.

ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ოფიციალურად დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის დღესვე, დიპლომატიურ პასპორტსაც ჩააბარებს.

„მინდა განცხადებას მოვაწერო ხელი, სადაც უმაღლესი საბჭოს წევრობაზე უფლებამოსილებას ვიხსნი. დღესვე, ეს განცხადება უმაღლეს საბჭოში შევა. უმაღლესი საბჭოს წევრობაზე უარი არ ნიშნავს, რომ ჩვენ აჭარაში და საქართველოში არ ვიქნებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვტოვებ ჩემს ამომრჩეველს, მოსახლეობას, ხალხს. გუშინ კანონმდებლობით გათვალისწინებული დიპლომატიური პასპორტი ავიღე, მაგრამ თქვენი თანდასწრებით, დღესვე ვაბარებ ამ პასპორტს“, – განაცხადა ვარშალომიძემ.

ლევან ვარშალომიძე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. მან უფლებამოსილებაზე უარი არჩევნების დასრულებისთანავე განაცხადა. ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში გამართულ არც ერთ სხდომას არ დასწრებია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სახალხო დამცველმა ქართველი სამხედროს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალა