ლევან თევზაიამ ფოთში, გაგრის ქუჩაზე ჩასახლებული დევნილების პრობელები მოისმინა და დახმარებას დაჰპირდა

ფოთში , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან და ქალაქ ფოთის მერის მოადგილესთან მამუკა პაპასკირთან ერთად, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.

ლევან თევზაია დევნილთა დასახლებაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გაეცნო და მათ მოგვარებაში მაცხოვრებლებს დახმარებას დაპირდა. გაგრის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების კორპუსში სახურავის ნაწილი დაზიანებულია და გადახურვას საჭიროებს. ლევან თევზაიას განცხადებით, უახლოეს მომავალში სამინისტრო გამოაცხადებს ტენდერს და გამარჯვებული კომპანია დაიწყებს აღნიშნული ობიექტის გადახურვით სამუშაოებს, რაც სრულად მოაგვარებს გაგრის ქუჩაზე მცხოვრები დევნილი ოჯახების დღემდე არსებულ პრობლემებს.

ქალაქ ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირმა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

გასულ წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სარემონტო სამუშაოების პროგრამის ფარგლებში 1 600-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. მცირე და ფართომასშტაბიანი სარემონტო-აღდგენითი სამუშოები, მთელი საქართველოს მასშტაბით 32 დევნილთა ჩასახლების ობიექტში ჩატარდა. სამუშაოებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 100 000 ლარზე მეტი მოხმარდა.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული სამეფოს მინისტრის უენდი მორტონის და საქართველოს ვიცე-პრემიერის,საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ზურა ჯაფარიძის ბარი დალუქა