ლევან თარხნიშვილი: ივანიშვილს არითმეტიკასთან მწყრალად აქვს საქმე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლი ლევან თარხნიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პარტიას მცირერიცხოვანი მხარდამჭერები ჰყავს.

“პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილს არითმეტიკასთანაც მწყრალად აქვს საქმე, 250 000 ამომრჩეველი, რომ 9% იყოს, მაშინ არჩევნებში 2 000 000-ზე მეტი ამომრჩეველი უნდა იღებდეს მონაწილეობას, რაც არარეალურია.

უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, არსებობს ეკონომიკური და სოციალური პრობლემები და ხალხი 4 წლის განმავლობაში უფრო გაღარიბდა, არცერთი დაპირება არ შესრულდა და ამაზე ლაპარაკის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და საუბრობს წარსულზე.”- განაცხადა თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სურათი რეალურია და ეს მოხსენებაში დეტალებშია აღწერილი” – გია ვოლსკი პრემიერის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს
შემდეგი სტატია“სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს” წევრებმა პოლიტიკური გაერთიანება “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვეს