ლევან თარხნიშვილი – „ევროპულმა საქართველომ“ 600-ზე მეტი საჩივარი შეიტანა ყველა დონეზე, აქედან დაკმაყოფილებულია მხოლოდ ერთი

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ ცესკო-ს გუშინდელი სხდომა იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა არის დღევანდელი ცესკო.

„ეს იყო ნათელი მაგალითი, როგორ ითვლის ის არჩევნების შედეგებს, ბრჭყალებში რა თქმა უნდა. 600-ზე მეტი საჩივარი შეიტანა „ევროპულმა საქართველომ“ ყველა დონეზე. აქედან დაკმაყოფილებულია მხოლოდ ერთი. იგივე მდგომარეობაა ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიებში, იგივე მდგომარეობაა არასამთავრობო სექტორის მიერ შეტანილ საჩივრებზე. გასაგებია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების დაფიქსირების ნაცვლად დაკავებულია მისი გაპრავებით და გუშინ გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი.

ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე შეჩერებას. ერთი მხრივ, მივდევთ ბოლომდე იურიდიულ დეტალებს. თუმცა დიდი იმედი არ გვაქვს, რომ სასამართლო რაიმეს შეცვლის, მაგრამ პატივს ვცემთ სამართალს და ამიტომ, მივდევთ ბოლომდე და ამავე დროს, ვაგრძელებთ ქუჩის პროტესტს“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპანდემიის მიუხედავად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა არ შეჩერებულა.
შემდეგი სტატიაპარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა