ლევან სურგულაძე – დაგროვებითი საპენსიო რეფორმიდან გასული 2 915 ადამიანიდან 2 650 საჯარო სექტორიდანაა, რამაც ჩვენი გაკვირვება გამოიწვია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 23, 2019 15:03

ლევან სურგულაძე – დაგროვებითი საპენსიო რეფორმიდან გასული 2 915 ადამიანიდან 2 650 საჯარო სექტორიდანაა, რამაც ჩვენი გაკვირვება გამოიწვია

დაგროვებითი საპენსიო რეფორმიდან გასული 2 915 ადამიანიდან 2 650 საჯარო სექტორიდანაა, რამაც ჩვენი გაკვირვება გამოიწვია, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე საპენსიო სისტემაში 748 ათასი ადამიანია გაწევრიანებული. გასულები უკვე ამ ციფრს გამოკლებულია. სქემიდან 2 915 ადამიანია გასული. ამის უდიდესი ნაწილი – 2 650, საჯარო სექტორიდანაა, რამაც ჩვენი გაკვირვება გამოიწვია, რადგან აქამდე ძირითადად კერძოდან იყო. ეს გაუგებარია და მიზეზი არ ვიცი. აღნიშნული რაოდენობა არანაირად შემაშფოთებელი არ არის, რადგან ეს სისტემაში გაწევრიანებული ადამიანების 0,3%-ია”, – განაცხადა სურგულაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 23, 2019 15:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,479
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics