ლევან სანიკიძე: ნიკა მელიას ამ ფორმით დაკავება ავტორიტარიზმის ახალი ეტაპია

“ნიკა მელიას ამ ფორმით დაკავება ავტორიტარიზმის ახალი ეტაპია.
ბაჩიაშვილს ემირატებში რაც უქნეს, იმის შემდეგ არაფერი მიკვირს.
ბოლომდე ფეხზე იკიდებენ ფორმალურ პროცედურებსაც.
არ მოეწონები ბიძინას? – ასე გაგაქრობენ პირდაპირ ქუჩიდან.
და ხო, შენ ცნობილი პოლიტიკური ფიგურა არ ხარ, კიდევ უფრო მარტივად შეგაგდებენ ციხეში.
ამისთვის მოიყვანეს ახალი მინისტრი, იმასაც იკადრებს, რასაც გომელაურიც კი არ კადრულობდა.
ხვალ 14:00 საათზე აუცილებლად უნდა მივიდეთ სასამართლოს ეზოში, დიდი ხანია აღარ არის პოლიტიკური გემოვნებით პოლიტიკური დევნის არშემჩნევის დრო.
მიშაც პოლიტიკური პატიმარია, ჯაფარაც, ნიკაც და ყველა ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის ჯიბის სასამართლოს მიერ ბატონის ბრძანებით იდევნება!,-წერს ლევან სანიკიძე.

banner
წინა სტატიაშისევდია უგრეხელიძე: ეს მიუთითებს, როგორ სჭირდებათ პარტიების შეთრევა არჩევნებში ამიტომ “არჩევნებობანა” ქოცური თამაშია”
შემდეგი სტატიაჯო უილსონი: ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ-სანქციები გამოსავალია!