25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ლევან სანიკიძის ფბ-შეურაცხყოფის გამო მოქალაქე 2000 ლარით დააჯარიმეს

Facebook-ზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან სანიკიძის შეურაცხყოფის მიზეზით მოქალაქე გია კაჭკაჭური სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. 

საქმე ეხება ტელევიზია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ ქარდზე დაწერილ კომენტარზე.

„იმედმა“ 4 ივნისს გამოაქვეყნა ლევან სანიკიძის ქარდი ციტატით – სანიკიძე: „ქართულ ოცნებას” რუსეთისგან აქვს სამი დავალება: არა „ნატოს”, არა ევროკავშირს, არა მიშას“.

ქარდის კომენტარში გია კაჭკაჭურის სახელითა და გვარით დაწერილია კომენტარი: „შე ***-თავა რატომ გაიფუჭე ბავშვობა და სულ და***ვდი. ან ამდენ გინებას როგორ იტან”.
მოქალაქის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს
საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციაში სიძულვილის ენას გაუწევს მონიტორინგს, 10 თანამშრომლით ფუნქციონირებას 1 ივნისიდან შეუდგა. სამმართველოს ხელმძღვანელად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები „ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს“

banner
წინა სტატიაშიგიორგი პატარიძე: მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან
შემდეგი სტატიაიმპულსური და არათანმიმდევრული – თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე