ლევან სანიკიძე – ვიმედოვნებთ, დაჩქარებული წესით მოხდება ბიძინა ივანიშვილის არა მხოლოდ სანქცირება, არამედ სხვა სამართლებრივი ზომების გატარება

“ივანიშვილი ქონებას ფლობს საფრანგეთში და ამის გამო მისთვის განსაკუთრებით სენსიტიურია საფრანგეთის მხრიდან კრიტიკული განცხადება. ჩვენ მივესალმებით ამას და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო დაჩქარებული წესით მოხდება მისი არა მხოლოდ სანქცირება, არამედ სხვა სამართლებრივი ზომების გატარება.” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ გალერის განცხადებაზე

“ივანიშვილისთვის საფრანგეთი არის საკმაოდ სენსიტიური თემა, რადგან ის არის საფრანგეთის მოქალაქე. ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე როგორ უფრთხილდებოდა ის ფრანგულ პასპორტს, ეს არის მისთვის საევაკუაციო გეგმასავით, სადაც ის თვლის, რომ სწორედ ფრანგული პასპორტით მოახერხებს კონკრეტული სანქციებისთვის გვერდის ავლას და ამ დროს, როდესაც მისი ოჯახის წევრები იქ ცხოვრობენ და გარკვეულ ქონებასაც ფლობს იქ, ამ ვითარებაში ფრანგული მხარის მხრიდან ასეთი კრიტიკული განცხადების გაკეთება არის ბუნებრივად ძალიან დამაზიანებელი. შესაბამისად, განსაკუთრებით სენსიტიურად აღიქვამს ის ფრანგულ სანქციებს, ამერიკულ და ბრიტანულ სანქციებს და იმის ახსნას არ დავიწყებ თუ რა გავლენა აქვს ამ სახელმწიფოებს. ჩვენ მივესალმებით ამას და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო დაჩქარებული წესით მოხდება მისი არა მხოლოდ სანქცირება, არამედ სხვა სამართლებრივი ზომების გატარება.” – განაცხადა ლევან სანიკიძემ

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეისწავლის, რა დარღვევები იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: მონიტორინგის კომიტეტმა უკვე დაასრულა მუშაობა რეზოლუციაზე, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის წარმომადგენლები ვერ დაბრუნდებიან ასამბლეაში იქამდე, სანამ არ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არ ჩაინიშნება ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები