“გუშინ იყო ნამდვილად თავისუფლების დღე თავისუფლების მოედანზე. მოვიდა წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, რომელსაც ამ ქვეყანაში სურს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატია, რომელსაც სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც არასდროს დაიჩოქებენ მტრის წინაშე, არასდროს არ მოუხდიან ოკუპანტებს, სეპარატისტებს ბოდიშს. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულები იყვნენ მომავლის საქართველოზე, სადაც არის ყველას ადგილი, სადაც არის სამართლიანი სასამართლო, სადაც არის განვითარებული ადგილობრივი თვითმმართველობა და სადაც ხელისუფლება ორიენტირებულია ხალხის კეთილდღეობაზე, სადაც დაცულია საქართველოს კონსტიტუცია და სადაც არის ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ვიცხოვროთ ღირსეულად იმ კეთილდღეობით, რასაც ევროკავშირი ჰქვია.” – განაცხადა ლევან სანიკიძემ