ეს არის სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება. პარტიის წევრებისთვის კი არა, ოჯახის წევრებისთვისაც არაფერი იყო ცნობილი. არც ადვოკატებს არ ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს არის სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც აღასრულა პენიტენციურმა დაწესებულებამ და სამსახურმა. მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს რუსთავის ციხეში, ოღონდ არავის ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილი აქამდე რაღაც კურორტზე ისვენებდა. საპატიმრო დაწესებულებაში იყო, უბრალოდ გადიოდა იმ სახის მკურნალობას, რასაც სხვა პატიმრებიც გადიან, ანუ გამონაკლისი არ იყო მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ, ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა არის დამატებით გამწვავება ვითარების. ივანიშვილმა რუსთავის ციხე აავსო პოლიტიკური პატიმრებით და პოლიტიკური ლიდერებით, რაც შეუძლებელია, არ დასრულებულიყო იმ გვირგვინის დადგმით, რასაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის იმ ციხეში გადაყვანა ჰქვია. ბიძინა ივანიშვილს სძულს და ეშინოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და იგივე გრძნობა აქვს პატიმარი მიხეილ სააკაშვილის მიმართაც, შიში და სიძულვილი ერთდროულად. მოლოდინი როგორ არ არსებობდა. ნამუსზე ხელაღებული ხალხი ოხრად არის ოპოზიციის ნაწილშიც, ვინც ამას ამბობდა, რომ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, „ვინაიდან მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას აღარ სჭირდება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას“.
















