„ხარება დასანქცირებულია აშშ-ის ხაზინის მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის. არა მხოლოდ სპეცოპერაციების დროს, არამედ გვახსოვს, რომ ადამიანებს სახლთან ხვდებოდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ. გვახსოვს ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი, გვახსოვს დიმიტრი ჩიქოვანის ცემის ფაქტი, სადაც მას სახლთან დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ
გუშინ, ნოდარ მელაძის შაბათში გავიდა სიუჟეტი, სადაც გავრცელდა ჩანაწერები სპეცრაზმელების, თუ როგორ ურევდნენ მხუთავ გაზს წყლის ჭავლს მომიტინგეების დარბევის დროს, რასაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი ლევან სანიკიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, რომელიც აუცილებლად სამართლიანი სასამართლოს და დამოუკიდებელი პროკურატურის პირობებში აუცილებლად იქნება გამოძიებული;
ლევან სანიკიძის განცხადებით – „ბუნებრივია რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ არის დანაშაული. ხარება დასანქცირებულია აშშ-ის ხაზინის მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის, ეს არ არის იშვიათი გამონაკლისი. ჩვენ გვახსოვს არა მხოლოდ ე.წ. სპეცოპერაციების დროს, არამედ ადამიანებს სახლთან ხვდებოდნენ. ჩვენ გვახსოვს უმძიმესი ფაქტები, მათ შორის „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიმართ, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი, ჩვენ გვახსოვს დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებული შემთხვევა, სადაც მას უმოწყალოდ გაუსწორდნენ სახლთან, გვახსოვს გია ჯაფარიძის შემთხვევა, სადაც ასევე მასაც სახლთან დახვდნენ. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, ეს არის დანაშაულის კასკადი, რომელიც აუცილებლად სამართლიანი სასამართლოს და დამოუკიდებელი პროკურატურის პირობებში აუცილებლად იქნება გამოძიებული, რადგან შეუძლებელია ამ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება იმ პირობებში, როდესაც სტუდენტებს, არასრულწლოვან ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, უსწორდებოდნენ ამ ფორმით და ეს რჩებოდეს დაუსჯელად.“- განაცხადა ლევან სანიკიძემ