„ჰელსინკის კომისიის მხრიდან ეს არის მორიგი კრიტიკული გზავნილი. ჩვენი დასავლელი პარტნიორები დგანან ქართველი ხალხის გვერდით და დარწმუნებული ვარ, რომ 9 დღეში საქართველოს ეყოფლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ითანამშრომლებს როგორც ამერიკის რესპუბლიკურ, ისე დემოკრატიულ პარტიასთან.“- განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით
„ჰელსინკის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი გზავნილი „ქართული ოცნების“ მიმართ, ეს არის მორიგი კრიტიკული გზავნილი. ბუნებრივია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები აკვირდებიან ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და 26 ოქტომბრის მნიშვნელოვან ტესტს. ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება მეორედ, არჩევნების გზით შეიცვალოს და მოვიდეს ახალი პროდასავლური მთავრობა. რაც შეეხება უშუალოდ გზავნილებს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, ნამდვილად არ არის გასაკვირი, მათ შორის ჰელსინკის კომისიის მხრიდან, რომელსაც არაერთი გზავნილი გაუკეთებია „ქართული ოცნებასთან“ მიმართებაში, რომელიც დაკავებულია ანტიდასავლური პროპაგანდით, არჩევნებში იყენებენ შავ ფულს. ბუნებრივია, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ჩვენ ველით კიდევ უფრო მკაცრ განცხადებებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით და დარწმუნებულები ვართ, რომ სულ რაღაც 9 დღეში ჩვენს ქვეყანას ეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ითანამშრომლებს როგორც ამერიკის რესპუბლიკურ, ისე დემოკრატიულ პარტიასთან.
ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის სანქცირების მიმართულებით. ჩვენ ჯერ კიდევ გვახსოვს სასამართლოს კლანის წევრების სანქცირება, ამას მოყვა უკვე „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირება. ბოლოს გვახსოვს ადამიანის უფლებების შელახვისთვის, ხარებას და მისი კოლეგის დასანქცირება, რომელსაც ივანიშვილმა არჩევნების დემოკრატიული პრინციპების დაცვა დაავალა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად დგანან ქართველი ხალხის გვერდით და მათი საჭიროებისამებრ, როგორც ჩათვლიან ისინი მიიღებენ შესაბამის ზომებს, იქამდე ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც მთავარ სანქციას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოიყენებს ქართველი ხალხი საკუთარი საარჩევნო ხმის უფლებით და 26 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხისგან განაჩენი ექნება გამოტანილი.“- განაცხადა ლევან სანიკიძემ