17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ლევან სანიკიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც რუსეთის მიერ მის ძებნას უკავშირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკურ რეპრესიებს აგრძელებს.

სანიკიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მორალური უფლება, ვინმეს სამშობლოს ღალატის მუხლით წარუდგინოს ბრალი.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ამ მუხლის წარდგენა ნებისმიერი ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქის მიმართ არის მარაზმი და ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. ანიშნული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას და ქართულ სახელმწიფოს ბრალს დებს საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში, რომელიც გორიდან უხდის ბოდიშს სეპარატისტებს… ამ ხელისუფლებამ როგორ შეიძლება ვინმეს წინააღმდეგ, არა თუ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ, აღძრას საქმე სამშობლოს ღალატის მუხლით?

ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც ჩემი აზრით, დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთის ფედერაციას. იმ პირობებში, როდესაც საზოგადოება ხედავს მმართველი გუნდის შიგნით განხეთქილებას, მათ სჭირდებოდათ საკუთარი ამომრჩევლისთვის ეჩვენებინათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც იჭერენ“, — განაცხადა ლევან სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: პროკურატურას გიორგი ბარამიძის მიმართ შავი პიარის აგორება სურს – პოდკასტში თქმული საბოტაჟი ვერ იქნება
შემდეგი სტატიალევან ბეჟაშვილი: “ოცნებამ” ოპოზიციაზე ახალი “ნადირობა” და რეპრესიები გამოაცხადა