„გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირებული ორგანიზაციების უმრავლესობა დაკავშირებულია“ქართულ ოცნებასთან“ და ჩემი აზრით საკვანძო მნიშვნელობის მატარებელია, რომ ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები არ არის რეგისტრირებული რეესტრში.“- განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვმა (144) უკვე გადააჭარბა იმ ორგანიზაციების რიცხვს (136), რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს ასაჩივრებდნენ, რასაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ რეგისტრირებულ ორგანიზაციათა უმეტესობა არის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული;
ლევან სანიკიძის განცხადებით , „ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ამ პროცესს. სამწუხაროდ, დარეგისტრირებული ორგანიზაციების უმრავლესობა დაკავშირებულია“ქართულ ოცნებასთან“. ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ გაატაროს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკა. შესაბამისად, ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციები არ არის რეგისტრირებული და ჩემი აზრით ეს არის საკვანძო მნიშვნელობის მატარებელი, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა, ISFED და ა.შ. დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს კი ვეტყოდი, რომ რვა დღეში, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება, ამ რეესტრში დარეგისტრირება აღარ მოუწევთ.“- განაცხადა ლევან სანიკიძემ