ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს უნგრეთში ევრკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლობასთან შეხვედრების შესახებ.
სანიკიძის განცხადებით, ევროპელი კოლეგები მზად არიან, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი კიდევ უფრო აქტიურად დააყენონ პეტერ მადიარის ახალ ხელისუფლებასთან.
“მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა უნგრეთში ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლობაში.
ქვეყნის შიგნით მეტი აქტიურობა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა არის ის ორი მთავარი ხაზი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს დაამარცხებს!”_ წერს ლევან სანიკიძე.















