ლევან სანიკიძე: დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე, რადგან ის არის ივანიშვილის მარჯვენა ხელი, რომელიც პუტინის კარზე მსახურობს

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე, რადგან ის არის ივანიშვილის მარჯვენა ხელი, რომელიც პუტინის კარზე მსახურობს.” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ

“ჩვენ ამ ინფორმაციის შესახებ დიდი ხნის წინ გვქონდა ცნობა, რომ ფარცხალაძე იყო მიწვეული 9 მაისს და არა მხოლოდ ფარცხალაძე, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებიც იყვნენ მიწვეულები, უბრალოდ წლევანდელი 9 მაისის ღონისძიება ფაქტობრივად ჩაეშალა პუტინს და ეს არის ჩვენი დასავლელი მეგობრების ძალიან დიდი დამსახურება. რაც შეეხება საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, რომელიც იბარებდა იმ არმიის აღლუმს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20% და რომელიც ყოველდღიურად კლავს უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს, ეს არის ნათელი დასტური იმისა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის დროზე გააკეთა და დაასანქცირა “ფსბეს” თანამშრომლობის გამო, ის არის ივანიშვილის ემისარი, რომელიც დავალებებს აძლევს “ოცნებას” რუსეთის სხვადასხვა სპეცსამსახურებიდან, ის არის მთავარი მოკავშირე “ოცნებისა” და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის წარმოადგენდა “ქართულ ოცნებას” და ივანიშვილს, რადგან ის არის ივანიშვილის მარჯვენა ხელი, რომელიც პუტინის კარზე მსახურობს.” – განაცხადა ლევან სანიკიძემ

banner
წინა სტატიაში“ხარებასთან” დაპირისპირებული გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა
შემდეგი სტატიაგიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს; წაართვა მობილური და გაიტაცა კამერა – ნოდარ მელაძე