„ჩვენი ქვეყანა დაშორდა დასავლურ სამყაროს და აირჩია საერთაშორისო იზოლაციის გზა, მაგრამ ყველა გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო ჩააბარებს დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვან ტესტს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 26 ოქტომბერს, საქართველოს ახალი კოალიციური ხელისუფლება ეყოლება, რომელიც აქტიურად გააგრძელებს გზას საქართველოს ევროპული მომავლისაკენ.“ – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ ჯოზეფ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით
„ნამდვილად ეს არის მნიშვნელოვანი განცხადება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბუნებრივია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ სერიოზული გულისწყვეტა, მათ შორის საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე. ჩვენი ქვეყანა დაშორდა დასავლურ სამყაროს და აირჩია საერთაშორისო იზოლაციის გზა, მაგრამ ყველა გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო ჩააბარებს დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვან ტესტს. საქართველოში უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში არჩევნები, სადაც ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 26 ოქტომბერს, სულ რაღაც 11 დღეში საქართველოს ახალი კოალიციური ხელისუფლება ეყოლება, რომელიც აქტიურად გააგრძელებს გზას საქართველოს ევროპული მომავლისაკენ.“- განაცხადა ლევან სანიკიძემ