“ფასების კომისია შექმნეს და ყველაფერი გაძვირდა – ელექტროენერგია 33%-ით გაძვირდა, სახელმწიფო სერვისები, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ გაძვირებულია, ჯარიმები, გააორმაგეს. სადაც კი შესაძლებელი იყო ყველგან გაზარდეს ფასები”,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა “ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთმა წევრმა ლევან სამუშიამ ტვ პირველის გადაცემაში “პირდაპირი ეთერი”.















