ლევან სამუშია: პროკურატურა აშკარად შეტევაზე გადავიდა და არ ერიდება ღია მუქარებს პრეზიდენტის მიმართ

‘’ქართული ოცნების’’ შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ აშკარად შეტევაზე გადავიდა ოცნებისადმი დაქვემდებარებული პროკურატურა“ – ასე აფასებს პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია ე.წ. შეწყალების საქმის პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის მიერ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ გამოთქმულ კომენტარს.
ლევან სამუშიას განმარტებით ,,პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილის განცხადება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მიმართებაში, არის ‘’ქართული ოცნებისა’’ და პოლიტიკური პროკურატურის პოზიცია და არ შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც ერთი პროკურორის განცხადება.
,,ჩვენ ვხედავთ, რომ ‘’ქართული ოცნების’’ შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ აშკარად შეტევაზე გადავიდა ოცნებისადმი დაქვემდებარებული პროკურატურა და არ ერიდება ღია მუქარებს პრეზიდენტის მიმართ. ეს ყველაფერი მკაფიოს ხდის იმას, რომ ქვეყანაში დასასრულს უახლოვდება პოლიციური რეჟიმის სრულყოფა. მეტიც, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ერიდება პროკურატურის მეშვეობით პრეზიდენტის ინსტიტუტზე მუქარებს, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარება“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

banner
წინა სტატიაშიგვრიტიშვილი: ვახტანგ მჭედლიშვილი შესაძლოა გარკვეული ძალების დაკვეთას ასრულებდა
შემდეგი სტატიაზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკიდან გათავისუფლებული თანამშრომლები კლინიკის დირექტორის კაბინეტში შეიჭრნენ