ლევან სამუშია – „ლელო“ არც ერთ შემთხვევაში ხელს არ მოაწერს კანონპროექტს, სადაც საუბარი იქნება ფართო ამნისტიაზე

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, „ლელო“ ხელს არ მოაწერს იმ შეთანხმებას და ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრძანების გამცემ და იმ პირებზეც გავრცელდება, რომლებიც დაზარალებულები არ არიან.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თუ „შეთანხმების აყირავებას“ ეცდება, „ლელო“ უკიდურეს შემთხვევაში განიხილავს ჩამკეტ მექანიზმს, რაც გულისხმობს ამნისტიის ამოქმედებას დაზარალებულის თანხმობით.

„ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით „ლელომ“ თავისი პოზიცია გაამჟღავნა. არც ერთ შემთხვევაში „ლელო“ ხელს არ მოაწერს იმ ხელშეკრულებას, შეთანხმებას და ამნისტიის კანონპროექტს, სადაც იქნება საუბარი ფართო ამნისტიაზე და შემხებლობაზე ბრძანების გამცემებთან და ა.შ. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გავრილოვის ღამის შედეგად დაზარალდნენ და სამართლიანი პროტესტი იყო, ამაზე პოზიცია ცნობილია. „ქართული ოცნება“ თუ ააყირავებს შეთანხმებას და ეცდება, შეთანხმების აყირავებას, აქ არის ჩამკეტი მექანიზმი, რასაც „ლელო“ უკიდურეს შემთხვევაში განიხილავს. ეს არის ამნისტიის ამოქმედება დაზარალებულის თანხმობით, ეს იქნება უკიდურეს შემთხვევაში „ლელოს“ პოზიცია“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე მეორე დღეა ტაძარში შესვლას ცდილობს
შემდეგი სტატიამარტვილში, სალხინოს ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)