კორუფციის ზრდის სტატისტიკა ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს,_ ამის შესახებ “ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრი ლევან სამუშია აცხადებს.
“ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრი პასუხისმგებლობას ივანიშვილის გუნდს აკისრებს.
“ქართული ოცნების” მთავარი საფირმო ნიშანი არის კორუფცია და კორუმპირებულობა ყველგან და ყველაფერში. ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა მინისტრები, სუსის ხელმძღვანელი პირი და სხვადასხვა დარგის უმაღლესი თანამდებობის პირები, ჩინოვნიები არიან კორუფციაში ბრალდებულები. “ლელო – ძლიერი საქართველო” წლების განმავლობაში საუბრობდა, რომ “ქართული ოცნება” იყო კორუფციის მორევში და კორუფცია ჭამდა ქვეყანას, მაგრამ ისინი მას ხელს აფარებდნენ და დღეს არავინ ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს, – ამბობს სამუშია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში კორუფციული დანაშაულების მაჩვენებლები მკვეთრად გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით არის მომატებული, ხოლო საჯარო მოხელეების მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევები თითქმის ყველა მიმართულებით ზრდის ტენდენციას აჩვენებს. მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები 205%-ით გაიზარდა, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა — 500-ით, ხოლო სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები 225%-ით არის მომატებული.
















