ლევან სამუშია : “ერთი პარტიისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მინიჭება ქვეყნისთვის არ იქნება კარგი”

არჩევნების მეორე ტურისთვის პროდასავლური ელექტორატის მობილიზებას არ უერთდებიან თავისუფალი დემოკრატები. ლევან სამუშიას განცხადებით, ამომრჩეველმა გადაწყვეტილება საკუთარი შეხედულების მიხედვით უნდა მიიღოს, თუმცა პარტიის წევრი განმარტავს, რომ უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ქვეყანას დააზარალებს.

“თავისუფალი დემოკრატების ხმები და ამომრჩევლების ხმები თუ სად წავა ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია. ჩვენ მათ არ მოვუწოდებთ რომ ამა თუ იმ პარტიას მისცენ ხმა, მაგრამ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ერთი პარტიისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მინიჭება ქვეყნისთვის არ იქნება კარგი,”-განაცხადა ლევან სამუშიამ.

banner
წინა სტატიაშისოფელ ყიზილაჯლოში დაკავებული პირების ახლობლები მარნეულის პოლიციასთან იმყოფებიან
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია : სამწუხაროა, ”თავისუფალი დემოკრატების” ხუთეულის პოლიტიკიდან წასვლა, მაგრამ რა ვქნათ, ”ბიტლზი” დაიშალა და გადაიტანა ეს ხალხმა