ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სპორტსმენსა და ყოფილ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აღნიშნულ სასჯელს ის მუხლი ითვალისწინებს, რომლითაც სამართალდამცველებმა ლევან როსტოშვილი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია – ირაკლი ოქრუაშვილი და ”ქართული ოცნება” სინქრონულად მოქმედებენ
შემდეგი სტატია,, სამშობლოს მსახურების ღვაწლი გიორგი მაზნიაშვილის სახელით არ დამთვრდება”