ლევან რატიანი : საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული 52 პაციენტია და დინამიკა არის მკვეთრად კლებისკენ

news
ავტ.: news მაისი 11, 2020 12:28

ლევან რატიანი : საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული 52 პაციენტია და დინამიკა არის მკვეთრად კლებისკენ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო 24 საათში კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ცხრა პაციენტმა დატოვა.

როგორც ლევან რატიანმა განაცხადა, დინამიკა არის მკვეთრად კლებისკენ.

„ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 68 პაციენტი გვყავს. მათგან კოვიდინფიცირებული არის 52 პაციენტი. ყველაზე ცოტა. დინამიკა მკვეთრად არის კლებისკენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენი კლინიკიდან გაეწერა ცხრა გამოჯანმრთელებული პაციენტი. ახალი შემტხვევა ბოლო რამდენიმე დღეა არ მიგვიღია და ესეც გვახარებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ამასთან, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, ამჟამად კლინიკაში გამოჯანმრთელებაზე კიდევ რამდენიმე პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან.

„რეანიმაციაში გვყავს სამი პაციენტი, ერთი სპონტანურ სუნთქვაზეა, ორი გამარტივებულ ფილტვის ვენტილაციაზე დადებითი დინამიკით. ამ პაციენტებთან არც ერთთან კოვიდინფექცია არ დასტურდება. განყოფილებაში არსებული პაციენტების მდგომარეობა ყველას სტაბილურია, ველოდებით ტესტირების შედეგებს დღის მეორე ნახევარში და კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს კლინიკას“, – აღნშნა ლევან რატიანმა.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა, რადგან დინამიკა მკეთრად დადებითია, შეიცვლება საუნივერსიტეტო კლინიკაში პრესკონფერენციების სიხშირე.

„იმედია ჩვენი კლინიკა მალე ჩვეულ რეჟიმში გადავა. რადგანაც გადავედით შედარებით შემსუბუქებულ მდგომარეობაში, მედია ძალიან მიყვარს, მაგრამ კვირაში ორი დღე გვექნება მედიასთან შეხვედრა, ეს იქნება ორშაბათსა და პარასკევს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

news
ავტ.: news მაისი 11, 2020 12:28