ლევან რატიანი : სახლში თუ ვერ დავეტიეთ და ვითარება გამწვავდა, ვერ მოუვლის ამას ქართული მედიცინა

ერმა და ბერმა, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სოციალური დისტანცია ფიზიკურად დაშორებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, ვერ გაუმკლავდნენ ვირუსს უპასუხისმგებლო ადამიანების გამო.

„მსოფლიოს ნებისმიერი წამყვანი ქვეყანა, რომელშიც ბუმბერაზი სამედიცინო დაწესებულებები აქვთ, ვერ გაუმკლავდნენ ვირუსს უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. ბატონმა პაატა იმნაძემ თქვა, რატომ იცით? უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. იტალიაში რაც ხდება, გამოიწვია ღლიცინმა, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

რადგანაც დავიჭირეთ, მხოლოდ სამი მიცვალებული გვყავს ამ ეტაპამდე, ჩვენი უპასუხისმგებლობის გამო, ნუ გავაკეთებთ, რომ ნულები მივუმატოთ. ჩვენც ნუ დაგვხოცავთ.

ერმა და ბერმა, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სოციალური დისტანცია ფიზიკურად დაშორებით. სამი შვილი მყავს და თვენახევარია არ მინახავს. დგება მომენტი, რომ უნდა დავცილდეთ. ვითარება თუ გამწვავდება, ვერ მოუვლის ქართული მედიცინა, სახლში თუ ვერ დავეტიეთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშისუს-ი : დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები
შემდეგი სტატიათბილისის ზღვის ჰოსპიტალში 24 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა