ლევან რატიანი : საჭიროა სოციალური დისტანცირება , შესაძლოა, ვიყოთ ინფექციის მატარებლები და არ ვიყოთ დაავადებული

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლისას დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას.

ამასთანმ ლევან რატიანის თქმით, შესაძლოა, ინფიცირებულთა 80 პროცენტი კლინიკური ნიშნების გარეშე იყოს, რაც საზოგადოებისთვის საშიშია.

ლევან რატიანის თქმით, სწორედ ამიტომ არის რეკომენდაცია სოციალური დისტანცირება.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 13 მარტს გამოაქვეყნა სამყაროს გამოცდილება, რომ 80 პროცენტი ადამიანების შესაძლოა, ვიყოთ ინფექციის მატარებლები და არ ვიყოთ დაავადებული. ასეთი ადამიანები საშიში არიან საზოგადოებისთვის. რაც შეეხება 20 პროცენტის, მათგან 17 პროცენტს შესაძლოა, დასჭირდეს სტაციონარიზაცია თერაპიის განყოფილებაშიმ საშუალო და მსუბუქი ფორმით. სამ პროცენტს შესაძლოა, დასჭირდეს მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამიტომაა მოწოდება სოციალური დისტანცირება. ამ დაავადების გამოსავალში დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას და ყველა ვიყოთ კარგ განწყობაზე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

როგორც ლევან რატიანმა განმარტა, რათა მომავალში არ დაირღვეს სოციალური დისტანცირების წესი, ჟურნალისტებს ინტერვიუს განსხვავებული ფორმით მისცემს.

„ახლა მეც ვარღვევ დისტანცირების წესს, რადგან ჟურნალისტებთან არ მაქვს სოციალური დისტანცია. ამიტომ გადავწყვიტე, ხვალიდან ინტერვიუები მოგაწოდოთ განსხვავებული წესით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის მერმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაქობულეთის სამედიცინო ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს