ლევან რატიანი : რეანიმაციაში მყოფი 7 პაციენტიდან 6-ის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 87 ინფიცირებული მკურნალობს.

რატიანის თქმით, დღეისთვის ლუგარის ლაბორატორიაში 30-მდე პაციენტის ანალიზები გაიგზავნა.

“ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 110 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 87. გუშინ მხოლოდ ერთი ტესტირება ჩატარდა, იმიტომ, რომ გასული იყო 14 დღე. მივიღეთ ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი და ისინი გაეწერებიან.

დღეს გაგზავნილი გვაქვს სამი ათეული პირველადი ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში და ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ.

რეანიმაციაში გვყავს 7 პაციენტი, აქედან 6-ის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც აგრძელებენ მკურნალობას სხვადასხვა განყოფილებაში – მათი მდგომარეობა, ამ ეტაპამდე, სტაბილურია,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
შემდეგი სტატიაამ წუთებში ქუთაისის აგრარული ბაზარი